სპორტი
დიეგო კოშტა:

დიეგო კოშტა: "ცოტა ხნის წინ ტელეფონზე მოურინიოს ველაპარაკე"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. "ცოტა ხნის წინ ჟოზეს ტელეფონზე ვესაუბრე და მოურინიომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მოიკითხა. მე ვუთხარი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. მასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. ჟოზეს ძალიან ვაფასებ. როცა ის ჩელსიდან წავიდა, ყველა გულდაწყვეტილი იყო", - აცხადებს კოშტა. ესპანელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ჩელსის" დატოვებს. მის მომავალს "მილანს" უკავშირებენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის