მსოფლიო
8 წლის გარდაცვლილი გოგონა და 6 დაშავებული - პარიზში მანქანა პიცერიაში შევარდა

8 წლის გარდაცვლილი გოგონა და 6 დაშავებული - პარიზში მანქანა პიცერიაში შევარდა

პარიზში, ჩრდილო დასავლეთით მდებარე კომუნაში- სეტ სორტში BMW-ს მარკის ავტომობილი ,,პიცერიას“ ტერასაზე შევარდა. შემთხვევის შედეგად 8 წლის გოგონა გარდაიცვალა, 6 კი მძიმედაა დაშავებული.

ფრანგული მედიის ცნობით, დამნაშავე მძღოლი სავარაუდოდ დაკავებულია. არსებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლი ტერასაზე მყოფ ადამიანებს შეგნებულად დაეჯახა. მამაკაცი 39 წლისაა, მას მანქანაში ცეცხლსასროლი არაღაი აღმოაჩნდა. თვითმხილველების თქმით მამაკაცი აცხადებდა, რომ მას საკუთარი უიღბლო ცხოვრების დასრულება სურდა. სამართალდამცავები ტერორისტული აქტის ვერსიას ჯერჯერობით არ განიხილავენ

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის