სპორტი
მარკოიშვილი: “ევრობასკეტის თასი ოცნებებს უფრო აღვივევებს“

მარკოიშვილი: “ევრობასკეტის თასი ოცნებებს უფრო აღვივევებს“

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი, მანუჩარ მარკოიშვილი ათენში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა. როგორც უკანახაზელმა მედიას განუქცხადა პროგრამა მინიმუმს საქართველოს ნაკრები აუცილებლად შეასრულებს და ქვეჯგუფიდან გავლენ.

“კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გავდივართ, მაგრამ დროა ფინალურ ეტაპზეც ვთქვათ სიტყვა და ღირსეულად გამოვიდეთ. იმედია პროგრამა მინიმუმს შევასრულებთ და ქვეჯგუფიდანაც გავალთ. რაც შეეხება თასის საქართველოში ჩამოსვლას – მართლაც საოცნებო თასია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამ თასის მოგების შანსი არ გვაქვს, ამიტომ მასთან თითოეული შეხება და სურათის გადაღება მართლაც საამაყოა – ოცნებებს უფრო აღვივევებს”, - განაცხადა მარკოიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოდან ევრობასკეტზე იასპარეზებს.

წყარო: worldsport.ge
გუშინ კვირის თვის