საზოგადოება
ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდება

ხმაურის ნორმის გადაჭარბებისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდება

15 აგვისტოდან ხმაურის შესახებ კანონი ძალაში შევა. პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, 28 ივნისს 82 ხმით დაამტკიცა.

კანონის მიხედვით დღის (08.00 სთ- 23.00 სთ) და ღამის (23.00 სთ- 08.00 სთ) საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

“ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.

გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დაჯარიმებული პირის მიერ იმავე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის