საზოგადოება
„თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა

„თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა

„თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა, საქმე ეხება ტარიფის გეგმურ გადახედვას. აღნიშნულ საკითხზე სემეკ-ში 18 აგვისტოს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150-დღიანი ვადა აქვს. 2018 წლისთვის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დადგინდება.

აღსანიშნავია, რომ „თელასის“ ტარიფები გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. კომპანია ლარის გაუფასურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის