პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ დიალოგზე  განცხადებას ავრცელებენ

რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ დიალოგზე განცხადებას ავრცელებენ

რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით შემოთავაზებულ დიალოგზე განცხადებას ავრცელებენ. “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკვეთრად ურაყოფითად შეფასებამ, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გუშინ უმრავლესობის ლიდერის მოწოდება და მზაობა, დასხდნენ მოლაპრაკების მაგიდასთან კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაცია. თუმცა, მთლიანი პროცესის გათვალისწინებით, “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების გაანალიზებით, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებისთვის კომპრომისი შეუძლებელი და მიუღებელია. ასეთ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, მეტწილად ასახავს რესპუბლიკური პარტიის არაერთხელ გამოხატულ პოზიციებს და იმ წითელ ხაზს, რომელზეც გადის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენ მიერ არაერთხელ ხაზგასმული მიდგომა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს სამართლიანად, ანუ პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის და არა შემოთავაზებული ბონუს სისტემით, რაც ასევე, მკაფიოდაა ასახული პარტიების ერთობლივ განცხადებაში. თუმცა, ვერ დავეთანხმებით იმ მიდგომას, რომ საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ეს ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ერთჯერადად შემოთავაზებული 3%-იანი ბარიერი უნდა იქცეს ძირითად ნორმად. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სრულიად უბარიერო სისტემაც. ამიტომ, ერთგული ვრჩებით საკუთარი პოზიციის და ვთვლით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს არუმეტეს 3%-ისა",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის