პოლიტიკა
თარხან-მოურავი: არჩევნებში პატრიარქმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, ეტყვიან ბოკერიამ შენზე მეტი ხმა მიიღოო

თარხან-მოურავი: არჩევნებში პატრიარქმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, ეტყვიან ბოკერიამ შენზე მეტი ხმა მიიღოო

"დღეს ისეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს პატრიარქმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, იმასაც ეტყვიან ბოკერიამ შენზე მეტი ხმა მიიღოდა და გაჯობა შენ", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსი"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით თარხან-მოურავმა, თბილისის მერად ირმა ინაშვილის წარდგენისას განაცხადა.

"არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. ამის ორგანიზატორი, იქნება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და საჭიროს ფიგურა, რომელიც შეძლებს პოლიტიკურ პროცესად აქციოს ეს არჩევნები. ასეთი ფიგურა არის ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი იქნება ჩვენი კანდიდატი, ეს არის მებრძოლი და ძალიან პრინციპული ადამიანი და სულ სხვა სულისკვეთებას შესძენს თვითმმართველობის არჩევნებს", - განაცხდა თარხან- მოურავმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის