პოლიტიკა
თენგიზ შერგელაშვილი: კალაძემ პარკირებაზე შეუსაბამო და არაკომპეტენტურ განცხადებები გააკეთა

თენგიზ შერგელაშვილი: კალაძემ პარკირებაზე შეუსაბამო და არაკომპეტენტურ განცხადებები გააკეთა

თბილისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" თენგიზ შერგელაშვილის აცხადებს, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხრიდან საქმე ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს ან კიდევ უფრო უარესთან.

შერგელაშვილი პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ორწუთნახევრიან ვიდეომონოლოგში, რომელიც ქალაქში პარკირების პრობლემას შეეხება, იმდენ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ეს არაკომპეტენტურობაა, თუ კიდევ უფრო უარესი?

პირველი, პარკირების ადილების რაოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს და არა ოპერატორი კომპანია. თუ მერობის კანდიდატისთვის ამის შესახებ ცნობილია, მაშინ გაუგებარია, რა გააკეთა მერიამ ამ წლების განმავლობაში და რატომ არაფერს ამბობს მერობის კანდიდატი თბილისის მერიის როლზე, ქალაქში პარკირების რაოდენობასთან დაკავშირებით?

მეორე, ჯარიმების გადახდა რეგულირდება კანონმდებლობით და თბილისის მერიის მიერ. უფრო მეტიც, ჯარიმის გასაჩივრების პირველი ინსტანცია, სწორედ თბილისის მერიაა. „ოცნების“ კანდიდატი, რატომღაც არც ამ თემაზე ესაუბრება თბილისელებს.

მესამე, თუ პარკირების სწორი მოდელი, მისი მერიის ფუნქციებში გადატანაა, რას უპირებს მერობის კანდიდატი სითი-პარკს გაურკვეველია. ერთის მხრივ სხვას პოპულისტებად მოიხსენიებს ვინც "სითი-პარკის" გაშვება/ჩანაცვლებაზე საუბრობს და თვითონ, ამის გარეშე მერიაში ამ საკითხის გადატანას როგორ აპირებს, ისევ არაფერს გვეუბნება.

მეოთხე, პარკირებიდან შემოსული თანხების 60% მერიაში მიდის, 40% კი, კომპანიას რჩება. რატომ არ კითხულობს მერობის კანდიდატი, რა გააკეთა მერიამ პარკირების ადგილების რაოდენობის გაზრდისთვის?

რაც შეეხება ჩვენს გეგმას აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ შევთავაზებთ კომპანია "სითი პარკს", კონკრეტულ პირობებს, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება, როგორც თბილისელებისთვის ისე, კომპანიისთვისაც. ამის შემდეგ, „სითი პარკი“ ან ჩაეწერება ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში, ან მასთან გავწყვეტთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუნდაც ეს მრავალწლიან საარბიტრაჟო დავასთან და გარკვეულ ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული.

მერობის კანდიდატს შესაძლებელია სიღრმისეულად არ ესმოდეს ქალაქის სატრანსპორტო პრობლემების ნიუანსები, მაგრამ გუნდში უნდა ჰყავდეს ერთი კომპეტენტური ადამიანი მაინც. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის, ცხარე, მაგრამ საქმიანი კამათისთვის, განხილვებისთვის და სხვა, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ყოფილი თუ ამჟამინდელი მოხელეების არაკომპეტენტურობაა, თბილისში დაგროგივილი პრობლემების მთავარი მიზეზი" - აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის