სხვადასხვა
13 წლის წინ დაკარგული ნიშნობის ბეჭედი ქალმა სტაფილოში იპოვა

13 წლის წინ დაკარგული ნიშნობის ბეჭედი ქალმა სტაფილოში იპოვა

84 წლის მერი გრამსმა ნიშნობის ბეჭედი 2004 წელს, საკუთარ ეზოში მუშაობისას დაკარგა. ბეჭედს მთელი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თუმცა უშედეგოდ.


მერიც შეეგუა, რომ ნიშნობის ბეჭედს ვერასოდეს ნახავდა, მანამ სანამ მისმა რძალმა ბოსტნიდან სტაფილო არ მოიტანა.

რა შუაშია სტაფილო ბეჭედთან?

საქმე იმაშია, რომ მერის რძალს სადილის მოსამზადებლად სტაფილო დასჭირდა და საკუთარ ბოსტანს მიაშურა. რამდენიმე სტაფილო ამიოღო და ერთერთ მათგანს უცნაური ბჭყვიალი შენიშნა - სტაფილოს ბეჭედი ჰქონდა შემოხვეული.

როდესაც სახლში დაბრუნდა, მერის ჰკითხა, ეცნობოდა თუ არა ბეჭედი, მანაც მაშინვე იცნო საკუთარი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მეუღლემ 1951 წელს აჩუქა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის