სხვადასხვა
7 წლის გოგონამ შავი ინით ხელის მოხატვისგან დამწვრობა მიიღო (ფოტოკოლაჟი)

7 წლის გოგონამ შავი ინით ხელის მოხატვისგან დამწვრობა მიიღო (ფოტოკოლაჟი)

7 წლის მედისონ გულივერი ეგვიპტეში, ჰურგადას ერთერთ სასტუმროში მშობლებთან ერთად ისვენებდა, თუმცა არდადეგები მათთვის ცუდად დასრულდა.


გოგონამ , ხელზე დროებითი ტატუს გაკეთება გადაწყვიტ, რომელიც შავი ინისგან კეთდება. მშობლების თქმით, მათ არც კი უფიქრიათ, რომ ხელის მოხატვა, მათ შვილს ზიანს მოუტანდა.

თუმცა მალევე, ბავშვმა დაიჩივლა, რომ მას ხელი ძალიან ეწვოდა და ექავებოდა, მოგვიანებით კი მთელს მკლავზე წყლულები გაუჩნდა.

მედისონი სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, ისინი იძულებულები გახდნენ გოგონასთვის ძლიერი დამაძინებელი საშუალება მიეცათ, რადგან ის ტკივილისგან ვერც სუნთქავდა.

როგორც გაირკვა, შავი ინა, რომლითაც ბავშვს ხელი მოუხატეს, მაღალი ოდენობით ტოქსიკურ ქიმიურ საღებავს შეიცავდა, რომლის გამოყენება კანისთვის დაუშვებელია.

ბუნებრივი ინა ნარინჯისფერ-წითელი ფერის არის, შავი ინა კი ქიმიურ მინარევებს შეიცავს და თუკი ადამიანი ალერგიულია, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოს.

სასტუმროს ადმინისტრაციამ ოჯახს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ის სილამაზის ცენტრი, რომელიც სასტუმროს ემსახურება, მსგავს პროცედურებს აღარასოდეს ჩაატარებს.

სამდღიანი მკურნალობის შემდეგ გოგონა საავადმყოფოდან გაწერეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნაწიბურების მოსაშორებლად, მკურნალობა სახლში უნდა განაგრძოს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის