სპორტი
მერამდენე ტიტული მოიგო ზიდანმა?

მერამდენე ტიტული მოიგო ზიდანმა?

ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" "რეალთან" 5:1 დამარცხდა და "სამეფო კლუბი" ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა. გაცნობებთ, რომ ეს ზინედინ ზიდანისთვის "რეალის" მწვრთნელის რანგში მე-7 ტიტული იყო. 45 წლის ფრანგი მხოლოდ 18 თვეა, რაც კლუბს წვრთნის და მან უკვე 7-ჯერ შეძლო ტიტულის აღმართვა. გაცნობებთ, რომ კლუბის ისტორიაში ზიდანი ტიტულების რაოდენობით მე-3 ადგილზე დგას. პირველი ადგილი მიგელ მუნიოს უკავია, რომელიც "სამეფო კლუბს" 1960-1974 წლებში წვრთნიდა. მას საერთო ჯამში 14 ტიტული აქვს მოპოვებული.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის