სპორტი
2006 წლის შემდეგ პირველად, ბარსელონამ ბერნაბეუზე ვერ გაიტანა

2006 წლის შემდეგ პირველად, ბარსელონამ ბერნაბეუზე ვერ გაიტანა

ესპანეთის სუპერთასის მატჩში "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში, კატალონიურმა გუნდმა "ბერნაბეუ" უგოლოდ პირველად დატოვა. 2006 წლის 10 ოქტომბერს "ბარსელონა" "რეალთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა და მას შემდეგ "ბერნაბეუზე" ყოველთვის გაჰქონდა გოლი. ასევე, ბოლო 24 კლასიკოში პირველად დაფიქსირდა, რომ "ბლაუგრანამ" "სამეფო კლუბს" გოლი ვერ გაუტანა. მსგავსი, რამ ბოლოს ესპანეთის თასის ფინალში, 2011 წელს მოხდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის