პოლიტიკა
დავით ნარმანია:

დავით ნარმანია: "მაიმუნო ვირიშვილო" წამომცდა და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ხმააწეული ლაპარაკი და ლანძღვა-გინება მისი სტილი არ არის. მისი თქმით, თავის დროზე მის მიერ ნათქვამი ფრაზა "ვირიშვილო მაიმუნო" წინასწარ არ იყო დაგეგმილი. მას ეს ფრაზა წამოსცდა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.

ამის შესახებ დავით ნარმანიამ "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში, შესაბამის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ეს იყო ალბათ იმ გარკვეული დაგროვებული ნეგატიური მუხტის შედეგი, რომელიც იმ პერიოდში ტრიალებდა. საერთოდ, ჩემი სტილი არ არის ხმააწეული ლაპარაკი, ლანძღვა-გინება, ჩემი სტილია ადამიანური ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეს საქმიანად. თუმცა, როცა შენ მაქსიმალურს აკეთებ, როცა ძალიან ბევრ ხეს რგავ ქალაქში, როცა მართლა გულით ზრუნავ იმაზე, რომ საქმე გააკეთო და ასე ვთქვათ, იარო ღირსეულად ქალაქში და ამ დროს ვიღაცა კომისიის სხდომაზეა დაძახებული და ერთ ადგილს, ბოდიშით ამ გამოთქმისთვის, წამოდებს მაგიდაზე და დაიწყებს უსაფუძვლო კრიტიკას, ძალიან ძნელია გაჩერდე და შესაბამისად, ჩემი რეაგირებაც იყო ის, რაზეც მე წინასწარ არ მიფიქრია და რაღაცნაირად არ დამიგეგმია, რომ მეთქვა მაიმუნო ვირიშვილო. შეიძლება ითქვას, რომ წამომცდა და რადგან წამომცდა, ბოდიში მოვიხადე კიდეც", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას გაეცანით მოცემულ ბმულზე.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის