მსოფლიო
BBC: კატალონიის პოლიციამ, ბარსელონაში, მიკროავტობუსის ხალხში შევარდნას ტერაქტი უწოდა

BBC: კატალონიის პოლიციამ, ბარსელონაში, მიკროავტობუსის ხალხში შევარდნას ტერაქტი უწოდა

კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარ ფაქტს ტერაქტი უწოდა. ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის მასაში შევარდა. წინასწარი მონაცემებით რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი მოხდა კატალონიის მოედანთან, რამბლას ბულვართან, იმ ადგილას, სადაც ქვეითად მოსიარულეები გადადიოდნენ. აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილია ტურისტებისთვის.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მძღოლმა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის