პოლიტიკა
პრემიერი: ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანელ ხალხს

პრემიერი: ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანელ ხალხს

ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო, საქართველოს პრემიერმინსიტრი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხერპლი მო ჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.

ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის