საზოგადოება
წყნეთში ხეების ჭრა გაგრძელდება

წყნეთში ხეების ჭრა გაგრძელდება

წყნეთში ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე სამუშაოებს მოსახლოება აპროტესტებდა, 10 ხე მოჭრეს.

მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ხეები წესების სრული დაცვით და ნებართვის ფარგლებში მოიჭრა.

ადგილობრივების თქმით, ადგილზე 1500 ხის მოჭრა იგეგმება.

სამუშაოებს ადგილზე მონიტორინგს პარტიზანი მებაღეები გაუწევენ.

"ვთვლი, რომ აქედან ნაწილის გადარჩენა შეიძლებოდა, ეს მოხდა არასწორად და ასე ტერიტორიის მთლიანად მოტიტვლება უკვე აუდაბურებს ამას, ისევ არასწორად ხდება," - განაცხადა მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის