სხვადასხვა
ტრაგედია მოსკოვში - რეპერ MiyaGi-ის წლინახევრის შვილი მე-9 სართულის ფანჯრიდან გადავარდა

ტრაგედია მოსკოვში - რეპერ MiyaGi-ის წლინახევრის შვილი მე-9 სართულის ფანჯრიდან გადავარდა

რუსი რეპერის აზმატ კუდზაევის იგივე MiyaGi-ს წლინახევრის შვილი მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. სამწუხაროდ, ბიჭი გარდაიცვალა


ტრაგედია, მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მოხდა. უბედური შემთხვევის დროს, სახლში რეპერის ცოლი იმყოფებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვის დედა რამდენიმე წუთით სამზარეულოში გავიდა, რა დროსაც პატარა სკამზე აძვრა, ფანჯრის გაღება მოახერხა და მეცხრე სართულიდან გადავარდა.


MiyaGi დუეტის MiyaGi & Эндшпиль-ის წევრია. რეპერესი მუსიკას ერთად ქმნიან და საკმაოდ პოპულარულებიც არიან.

ტრაგედიის შემდეგ, დუეტის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე სიმღერაც გამოჩნდა, რომელიც გარდაცვლილი პატარას ხსოვნას მიეძღვნა.



წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის