საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილი: გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი მიზანია ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა

ირაკლი პეტრიაშვილი: გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი მიზანია ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა

რამდენიმე წუთში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ახალ კანდიდატს აირჩევს, სადაც თავმჯდომარეს, მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი უყრის კენჭს. დავით ოქიტაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ თუ გაიმარჯვებს, ის ხმებს დაუთმობს ახალგაზრდა თაობას. ამირან ზენაიშვილი, მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.

"ის ხმებს ვერავის დაუთმობს, მას შეუძლია, მოწოდება გააკეთოს, თან ვასწავლო არჩევნები, თუ როგორ უნდა გავაკეთო? როცა მე მოვედი პროფკავშირების სათავეში, ორგანიზაცია იყო ნულს ქვევით, ხელფასსაც კი ვერ იხდიდა. დღეს, ოთხი თვის წინ, გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "სოლიდარობის ფონდის" დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდი დაამტკიცებს ყრილობაზე, რომელსაც 4 წელი ვერავინ შეცვლის", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

"აიპრესის" შეკითხვაზე, "11 წელია, პროფკავშირების თავმჯდომარე ხართ. თუ დღეს დელეგატები აგირჩევენ, რა იქნება თქვენი ნაბიჯები, რას გააკეთებთ პირველი?", პეტრიაშვილმა განცხადა, "ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის