სპორტი
გივი მაჭარაშვილი მინსკის ტურნირზე ოქროს მედლისთვის რუსთან იჭიდავებს

გივი მაჭარაშვილი მინსკის ტურნირზე ოქროს მედლისთვის რუსთან იჭიდავებს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონის ა. მედვედევის საერთაშორისო ტურნირზე, 97 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუს მაგომედხან მაგომედოვს დაეჭიდება.

ფინალამდე, ქართველმა ფალავანმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 7-6 და ყაზახ ელხან ასადოვს აშკარა უპირატესობით - 12-2 მოუგო.

რაც შეეხება ივერი ჯულაყიძესა (65 კგ) და ტარზან მაისურაძეს (74 კგ), ისინი დამამშვიდებელ წრეში არიან და ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის