პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: ყველა პარტიამ თავის მამიდას მიხედოს

შალვა ნათელაშვილი: ყველა პარტიამ თავის მამიდას მიხედოს

"ახლა დამდებთ ბრალს, ხატოვანი გამოთქმები გიყვარსო, მაგრამ სჯობია, რომ ყველა პარტიამ თავის მამიდას მიხედოს" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას კითხვაზე.

გადაცემის ავტორმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ჰკითხა, მისცემდა თუ არა ხმას ამ არჩევნებში უმცირესობის წარმომადგენელს.

"ჩვენ არ ვყოფთ სზოგადოებას უმრავლესობად, უმცირესობად, უდიდესობად, უპატარესობად, ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება საზოგადოების ყველა წევრისთვის. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რასაც თქვენ უმცირესობას ეძახით, საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ოღონდ ეს იმალებოდა და არ აფიშირდებოდა, თუმცა ყველამ იცოდა, ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ამ მიმდინარეობის ადამიანებს ეკავათ საკმაოდ მაღალი და ხშირად უმაღლესი თანამდებობებიც კი.

ყველამ იცოდა ეს და არავინ აღიარებდა. ერთი პროგრესი ის გახლავთ, რომ აღარ მალავენ. ჯობია საზოგადოებს თვითონ ჩამოყალიბდეს რამდენად ტოლერანტული იქნება ამა თუ იმ მიმდინარეობის მიმართ' - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის