საზოგადოება
სოფელ ნახშირღელეში, ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია

სოფელ ნახშირღელეში, ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია

თერჯოლის რაიონში, სოფელ ნახშირღელეში ერთ-ერთ ფერდობზე ხანძარია. თერჯოლის გამგებლის თემურ ქოჩიაშვილის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით სამი საათის წინ გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. გამგებელი ასევე აღნიშნავს, რომ დამწვარია დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორია. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, ხანძარი ერთ საათში ლოკალიზებული იქნება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის