საზოგადოება
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა და დახია (ვიდეო)

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა და დახია (ვიდეო)

ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

"დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა, რომ ფრიალებს, ეს არის საქართველოს სირცხვილი და თავის მოჭრა. ეს არის საქართველოს დამონება ოკუპანტისადმი. ჩვენ არ შევეგუებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა სულ იბრძოლებს!", - განაცხადა ონისე გერგედავამ.

ონისე გერგედავამ ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით ჩამოხსნილი რუსეთის სახელმწიფო დროშა იქვე დახია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის