საზოგადოება
,,ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი... სიკვდილს გადაარჩინა და უმკურნალა უამარავ ადამიანს“ - სააკაშვილი ფრიდონ თოდუას გარდაცვალებაზე

,,ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი... სიკვდილს გადაარჩინა და უმკურნალა უამარავ ადამიანს“ - სააკაშვილი ფრიდონ თოდუას გარდაცვალებაზე

ცნობილი ქართველი ექიმის, აკადემიკოსის ფრიონ თოდუას გარდაცვალებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება:

,,გარდაიცვალა ფრიდონ თოდუა, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი. 90იან წლებში, როდესაც ბევრი გარბოდა ქვეყნიდან, მან უარი თქვა სამსახურზე მოსკოვში, სამთავრობო საავადმყოფოში და დაბრუნდა საქართველოში. ნულიდან ააწყო რამდენიმე კლინიკა, სიკვდილს გადაარჩინა და უმკურნალა უამრავ ადამიანს. ფრიდონს ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს კიდებდა. ასეთი უდიდესი ადამიანურობით და პატრიოტიზმით გამორჩეული ადამიანის წასვლა, ნამდვილად დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის” - წერს სააკაშვილი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის