მსოფლიო
ჰაკერებმა ფხენიანის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა მოიპარეს

ჰაკერებმა ფხენიანის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა გატეხეს სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტრუქტურების კომპიუტერული სისტემები და მოიპოვეს სეულის საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია, მათ შორის ფხენიანის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა. ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოეთ კორეელმა დეპუტატმა ლი ჩხოლ ხიმ. მისი თქმით, ამ ფაქტის თაობაზე მას უამბეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.  როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფხენიანმა მოიპოვა სამხრეთ კორეის და ვაშინგტონის ერთობლივი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ დაპირისპირება ჩრდილოეთ კორეასთან ომში გადაიზრდება. თავდაცვის სამინისტრო ამ დროისათვის არ აკეთებს კომენტარს დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ავრცელებს  ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC.
წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის