სპორტი
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებას არ აპირებს

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებას არ აპირებს

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციისა. მოგეხსენებათ, კატალონიას ესპანეთისგან განცალკევება და დამოუკიდებლობის მიღება უნდა. როგორც ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სტრუქტურაში დარჩენა გადაწყვიტა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლების აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით ლა ლიგიდან გასვლა, როგორც კლუბს, ისევე ჩემპიონატს ძლიერად დააზარალებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის