პოლიტიკა
გიორგობიანი: ქალი, ვინც ელისაშვილმა გარემოს დაცვის სტრატეგიის ავტორად წარადგინა, ავტორი არაა

გიორგობიანი: ქალი, ვინც ელისაშვილმა გარემოს დაცვის სტრატეგიის ავტორად წარადგინა, ავტორი არაა

"ალიკა ელისაშვილს გუშინ რ2 ეთერით, საკუთრი "გუნდის" წევრად, კიდევ ერთხელ წარუდგენია ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ამჯერად როგორც თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ავტორად. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს საწყალი ქალბატონი, არ გახლავთ ამ სტრატეგიის ავტორი." - ასეთ განცხადებას აკეთებს თავის სოციალურ ქსელში სატყე სააგენტოს ყოფილი უფროსი ბიძნა გიორგობიანი თავის სოციალურ ქსელში.

"ავტორია მერიის გარემოსდაცვის სამსახური, სადაც სპეციალისტად მივიღეთ იგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, 2013 წელს მუშაობა დავიწყე სატყეო სააგენტოს უფროსად, სადაც შეიქმნა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია, ხოლო 2015 წელს მერიის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსად, მაგრამ მე,როგორც ამ კონცეფციების შემუშავების პერიოდში - სამსახურების უფროსს, არასოდეს მიკადრია საკუთარი თავისათვის მიმეწერა ან ერთი ან მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, უბრალოდ ვთვლიდი რომ ასე უნდა მუშობდეს ესა თუ ის სახელმწიფო უწყება, ყოველდღიურობა სტრატეგიული დოკუმენტით უნდა იყოს განსაზღვრული.

საერთო ჯამში, საკრებულო - ქალაქის პარლამენტია და ელისაშვილი, როგორც მისი დეპუტატი, სირცხვილით არც უნდა ამბობდეს რომელიმე სამსახურმა სტრატეგია წარმოადგინაო,რადგან სწორედ ამ საქმისათვის იღებენ დეპუტატები ხელფასს და აქვთ ბიუროების შენახვის ბიუჯეტი, რათა განსაზღვრავდნენ სამსახურების მოქმედების სტრატეგიას, ქმნიდნენ რეგულაციებს და არა ქოსატყუილობით ირჩენდნენ თავს. რაც შეეხება ნატო კირვალიძეს, მე მას ძალიან შორეული წარსულიდან ვიცნობ, საკუთარ წარსულს ვცემ პატივს და არაფერს ვიტყვი..." - წერს ბიძინა გიორგობიანი და თავის კომენტარს თაბ ურთავს ფოტოს:

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის