საზოგადოება
საპატრიარქო: გვარის სახელით 3 ცხვრის შეწირვა და გაჭირვებულებისთვის გაცემა, ნებაყოფლობითია

საპატრიარქო: გვარის სახელით 3 ცხვრის შეწირვა და გაჭირვებულებისთვის გაცემა, ნებაყოფლობითია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განმარტებას ავრცელებს.

"შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.

ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პატრიარქის ინიციატივით, გვარებს 12-საათიანი ლოცვა, მარხვა და სამი ცხვრის შეწირვა დაუწესდებათ

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის