სპორტი
რიდლე:

რიდლე: "დემბელე ფეხბურთიდან უნდა მოეკვეთათ"

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა თავდამსხმელმა, კარლ-ჰაინც რიდლემ, უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერზე ისაუბრა და 20 წლის ფრანგი მკაცრად გააკრიტიკა. "კლუბში იცოდნენ, რომ დემბელეს შენარჩუნება რთული იქნებოდა, რადგან მას "ბარსელონაში" თამაში სურდა. მიუხედავად ამისა, მისი საქციელი უბრალოდ ამაზრზენი იყო. არ მომეწონა ის ზეწოლა, რომელსაც იგი დორტმუნდელებზე ახორციელებდა. დემბელე ფეხბურთიდან მოსაკვეთი იყო", - განაცხადა რიდლემ. კლუბებს შორის მოლაპარაკებების პროცესის დროს უსმან დემბელემ "ბორუსიას" ვარჯიშებს ბოიკოტი თვითნებურად გამოუცხადა და ქალაქიც დატოვა. საბოლოოდ, კატალონიურმა გრანდმა დემბელე 105 მილიონ ევროდ შეიძინა და სეზონის სტარტზე უსმანმა სერიოზული დაზიანება მიიღო, რომლის გამოც რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის