სპორტი
რომას დე როსი დაუბრუნდა

რომას დე როსი დაუბრუნდა

გამოცდილი იტალიელი საყრდენი ნახევარმცველი, დანიელ დე როსი, საკუთარ გუნდს დაუბრუნდა და ვარჯიშები განაახლა. დე როსიმ იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში, სტუმრად "მილანის" წინააღმდეგ (2:0), მცირე დაზიანება მიიღო და ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშებში დააკლდა. დღეს კი დანიელემ თანაგუნდელებთან ერთად ბოლომდე ივარჯიშა და "ნაპოლისთან" მატჩისათვის მზად იქნება. რომაული კლუბი სერია ა-ს მერვე ტურში საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" მიიღებს. მატჩი შაბათს, 14 ოქტომბერს, გაიმართება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის