სპორტი
ლინეკერი:

ლინეკერი: "რონალდუ არ დამიმცირებია. მესი შევაქე"

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, გარი ლინეკერი არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია. მოგეხსენებათ, გუშინ არგენტინელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ეკვადორი (3:1) სწორედ მესის ჰეთ თრიქის წყალობით დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ბრიტანელმა ჟურნალისტმა ქსელის ერთ-ერთ წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც დაწერა, რომ "ლინეკერი რონალდუს ამცირებს". თავის მხრივ, გარიმ თავის გვერდზე შემდეგნაირი განცხადება გააკეთა: "რონალდუ არ დამიმცირებია. მესი შევაქე". აქამდე, ლინეკერი "ბარსელონას" ლიდერის შესანიშნავ თამაშს ასე გამოეხმაურა: "თუ იგი ყველა დროის საუკეთესო არ არის, მაშინ მე დაწყევლილი ქათამი ვყოფილვარ".
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის