სპორტი
რა ხდება არგენტინის ნაკრებში? - ბოლო 11 თვეა მესის გარდა გოლი არავის გაუტანია

რა ხდება არგენტინის ნაკრებში? - ბოლო 11 თვეა მესის გარდა გოლი არავის გაუტანია

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ექვს მატჩში ხუთი გოლი გაიტანა: ოთხი ბურთი ლეო მესის ანგარიშზეა, ერთი კი - ავტოგოლი. მესის გარდა რომელიმე სხვამ ბოლოს 2016 წლის ნოემბერში გაიტანა. მაშინ არგენტინელებმა კოლუმბია ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. ერთ-ერთი გოლი "ბარსელონას" ფორვარდმა შეაგდო, თითოჯერ კი თავი ანხელ დი მარიამ და ლუკას პრატომ გამოიჩინეს. შეგახსენებთ, მესიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ეკვადორთან (3:1) ჰეთ თრიქი შეასრულა. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, არგენტინელებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და მუნდიალის საგზური გაინაღდეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის