მსოფლიო
ამერიკელმა ფერმერმა გიგანტური სტაფილო მოიყვანა

ამერიკელმა ფერმერმა გიგანტური სტაფილო მოიყვანა

ამერიკელი ფერმერი, მინესოტას შტატის მკვიდრი კრისტოფერ კვალი გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. მან შესძლო გამოეყვანა სოფლის მეურნეობის ისტორიაში ყველაზე დიდი სტაფილო. მისი სირგძე 1 მეტრია, ხოლო წონა  – 10,18 კგ. ამის შესახებ იუწყება პორტალი “UPI”.  აღსანიშნავია, რომ რეკორდსმენი სტაფილო 6 კგ უსწრებს წინამორბედს. ფერმერმა თავისი წარმატება ახსნა თესლის, ნიადაგის, სასუქის სწორი შერჩევით და ცოტაოდენი გამართლებითაც. როგორც იშვიათი ეგზემპლარი, რეკორდსმენი სტაფილო არ დაექვემდებარება კულინარიაში გამოყენებას. რეკორდის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ ფერმერმა იგი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა, თუმცა როგორც თავად გამოტყდა, მისმა საყვარელმა სიდედრმა მაინც მოასწრო გიგანტური სტაფილოს გემოს გასინჯვა.
წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის