სპორტი
ბაბი:

ბაბი: "დე ხეა რომ ლივერპულის მეკარე იყოს, ეს გუნდი პრემიერ ლიგას მოიგებდა"

საინტერესო განცხადება გააკეთა "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ფილ ბაბმა, რომელმაც "იუნაიტედის" კიპერზე, დავიდ დე ხეაზე ისაუბრა. "დე ხეა ფანტასტიური მეკარეა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ სეზონში მან უკვე 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ვფიქრობ, ახლა რომ დე ხეა ლივერპულის მეკარე იყოს, გუნდი ბევრად კარგად ითამაშებდა და პრემიერ ლიგასაც მოიგებდა", - აცხადებს ბაბი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის