სპორტი
რობენი:

რობენი: "ჰოლანდიას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს"

მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ნაკრები მუნდიალზე ვერ გავიდა, ამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. "ჰოლანდიის ნაკრებში ბევრი დასამახსოვრებელი და წარმატებული მატჩი ჩავატარე, რისთვისაც მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივარს. როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ, საოცარი გრძნობაა, ჰოლანდიის ნაკრებში 14 წელი გავატარე. ახლა ჰოლანდიას რთული პერიოდი უდგას, თუმცა ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავ ვიტყვით სიტყვას მსოფლიო ფეხბურთში", - აცხადებს რობენი. რობენმა ნაკრების მაისურით თავისი ბოლო მატჩი შვედეთთან გამართა და გოლიც გაიტანა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის