სპორტი
2 ნაკრები, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს

2 ნაკრები, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომლებიც ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ჯერჯერობით, 32 გუნდიდან ცნობილია იმ 23 ნაკრების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. არის 2 დებიუტანტი ნაკრები, ისლანდიისა და პანამის ნაკრებები მუნდიალზე ისტორიაში პირველად ითამაშებენ. ისლანდიელებმა I ჯგუფში ხორვატიას აჯობეს და პირველი ადგილი 22 ქულით დაიკავეს. პანამის ნაკრებმა კი ბოლო ტურში კოსტა რიკას მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. დანარჩენი 9 გუნდის ვინაობა ფლე-ოფების შემდეგ გახდება ცნობილი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის