საზოგადოება

"სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ბიზნესმენის გატაცებისას ელექტროშოკების გამოყენებას გეგმავდნენ"- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ.

მისივე თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებულები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

„აღნიშნული დანაშაული იგეგმებოდა დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული ოთხი პირიდან რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულში და ბიზნესმენის მიმართთ რომელთა მიმართ ახორციელებდნენ დაგეგმარებას მისი შემდგომი გატაცემის მიზნით დაახლოებით ერთი თვით ადრე იქირავეს კონსპირაციული ბინა იმავე კორპუსში, სადაც ბიზნესმენი ცხოვრობდა. ბინის ქირაობის ხელშეკრულებაც კი კონსპირაციის სრული დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დადეს რათა კვალი დაეფარათ ნაქირავები სახლიდან ახდენდნენ თვალთვალს რათა მოეხდინათ ბიზნესმენის გატაცება. აღნიშნული პირები იყვნენ კარგად შეიარაღებულები ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, ე.წ. ნიღბები, ელექტროშოკები რითაც აპირებდნენ აღნიშნული ბიზნესმენის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ჩანაწერებში საუბარია 5 მილიონი ლარის გამოძალვის სქემაზე და იქ იყო არამდენიმე მეთოლოგიაზე მათ შორის ფიზიკური დაზიანების მიყენებაც ბიზნესმენის მიმართ და მათ უნდოდათ ელექტროშოკების გამოყენება თუ იქნებოდა მცირეოდენი წინააღმდეგობა ბიზნესმენის მხრიდან“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია წუხელ ღამით წყნეთის გზატკეცილზე მოხდა და დაკავებულია 4 პირი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის