პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე

ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ბოლო პანელი ნატოსა და შავის ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო. სესიის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ნატოს გაძლიერება შავი ზღვის აუზში რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პანელს მოდერატორობა აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია და სესია მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს კონტექსტში შავი ზღის ირგვლივ არსებული გამოწვევების მიმოხილვით დაიწყო. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუმ კი, ნატოს მომავალი სამიტზე განხილვის ერთ-ერთ საკითხად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ნატოს ძალისხმევა დაანონსა.

შავი ზღვის აუზის გაძლიერებაში საქართველოს წვლილზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კომპონენტი.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა აშშ-ის ინტერესშია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის