სპორტი
ბოატენგი:

ბოატენგი: "ჰაინკესის დაბრუნებით ყველა ბედნიერია"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ მასთან გატარებულ პირველ დღეებზე ისაუბრა. "ჰაინკესის დაბრუნებით მთელი გუნდი ბედნიერია. ვარჯიშებზე ჩანს, რომ მოთამაშეები მუშაობისგან სიამოვნებას იღებენ. ჰაინკესი საკუთარი თავის რწმენას სერიოზულად გვმატებს. იუპი ცენტრალური მცველებისგან მოითხოვს, რომ მინდორზე ერთმანეთში ბევრი ვისაუბროთ. პირადად ჩემგან კი ითხოვს, რომ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღო. გუნდის ოპტიმალურ ფორმაში შესვლის საკითხი თამაშის რითმზეა დამოკიდებული. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და ვალდებულია, რომ უკეთ ითამაშოს. "ბაიერნი" მეტოქეებს ქულებს უბრალოდ ჩუქნიდა", - განაცხადა გამოცდილმა გერმანელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის