სპორტი
სანიოლი შესაძლოა ბაიერნის მენეჯმენტში შევიდეს

სანიოლი შესაძლოა ბაიერნის მენეჯმენტში შევიდეს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის, თანაშემწე ვილი სანიოლთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერი" მზად არის 40 წლის ფრანგს კლუბის სტრუქტურაში გამოუნახოს ადგილი. "ჩვენს შორის ჯერ არ არის შეთანხმება, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება", - მოკლედ განმარტა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ. მას შემდეგ, რაც გუნდის ახალი თავკაცი იუპ ჰაინკესი გახდა, მან თავისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანა და ვილიმ საკუთარი პოსტი დაკარგა, ამიტომაც "ბაიერნი" მას ახალ თანამდებობას სთავაზობს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის