სპორტი
მუსაჩო:

მუსაჩო: "მილანმა იკარდი უნდა შეაჩეროს"

"მილანის" ცენტრალური მცველი, მატეო მუსაჩო, მიიჩნევს, რომ მოახლოვებულ მილანურ დერბიში მისმა გუნდმა მაურო იკარდი უნდა შეაჩეროს, მაგრამ მხოლოდ მასზე არ უნდა იფიქროს. "ამ თამაშის წინ არანაირი განსაკუთრებული რიტუალი არ იქნება. მთავარია, რომ მოედანზე მოტივირებულნი და კონცენტრირებულები გავიდეთ. იკარდი? მას ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგრამ "ინტერი" მხოლოდ მაურო არ არის. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ამიტომ ყოველ მოთამაშეზე ყურადღებით უნდა ვითამაშოთ თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მინდორზე ისე უნდა გავიდეთ, როგორც 11 ლომი და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ", - განაცხადა მუსაჩომ, რომელიც "როსონერის" ამ ზაფხულს შეუერთდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის