საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდს სამების ტაძარში გადაიხდიან

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდს სამების ტაძარში გადაიხდიან

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

გმირების სამოქალაქო პანაშვიდი 16 ოქტომბერს -18:00 საათზე და 17 ოქტომბერს – 12:00 საათზე გაიმართება.

სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება დიღმის ძმათა სასაფლაოზე 17 ოქტომბერს.

მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 23 პირის ნეშტები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია.

უშიშროების პოლკოვნიკი, სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვევრო სამსახურის რეგიონული კურატორი მამია ალასანია და სოხუმის მერი, პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს​, სოხუმის დაცემის დღეს, ​აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელ ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს. მათი საფლავების მდებარეობა დღემდე უცნობი იყო.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის