საზოგადოება
გაბელია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს

გაბელია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს

ზედიზედ მეორე სეზონია, რაც გულნარა გაბელიას ყაზახური კლუბი ,,ბიიკ კაზიგურტი,, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადის.
ჩემპიონთა ლიგის ქვეჩგუფში სამივე შეხვედრის მოგების შემდეგ 1/16 ფინალში გასულმა ,,ბიიკმა,, პირველი მატჩი შოტლანდიურ ,,გლაზგო სიტისთან,, შინ დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგო და ამ შეხვედრაში გულნარა გაბელიამ გატანილი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.


განმეორებით შეხვედრაში კი, რომელიც 12 ოქტომბერს ღამე გლაზგოში გაიმართა, ,,გლაზგო სიტიმ,, ყაზახური ,,ბიიკის,, ნიგერიელი ფორვარდის იჰეზუოს მიერ პირველ ტაიმის 19-ე წუთზე გატანილ გოლს, 43 წუთზე, ყაზახების მეკარის უხეში შეცდომის შედეგად, გრანტის მიერ გატანილი გოლით უპასუხა და ტაიმიც ფრედ დამთავრდა…
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, ყაზახელთა მეკარე გრებენიუკმა, კარის მიმართულებით წასული ყველა დარტყმა გაუშვა და უკვე 63 წუთზე შოტლანდიელები 4:1-ს იგებდნენ… მეკარის მიერ უხეში შეცდომებით გაშვებულმა 4 გოლმა გუნდი იმდენად გატეხა, რომ მეორე ნახევარში თამაში ფაქტიურად ცალ კარში მიმდინარეობდა. თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე შოტლანდიელების მორიგი შეტევის ჩაშლა პენალტით დასრულდა, რომელიც შოტლანდიელმა ფორვარდმა გრანტმა, რომელმაც ამ თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ძელს გაარტყა. თამაში საბოლოოდ 4:1 დასრულდა შოტლანდიელთა სასარგებლოდ, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, ლიგის 1/8 ფინალში გაბელიას ,,ბიიკი,, გავიდა.
გულნარა გაბელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 5 მატჩში – 3 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის