პოლიტიკა
ზოიძე: გადავწყვიტეთ მოწევის აკრძალვა დაწყებულიყო თბილ პერიოდში, რადგან დისკომფორტი არ ყოფილიყო

ზოიძე: გადავწყვიტეთ მოწევის აკრძალვა დაწყებულიყო თბილ პერიოდში, რადგან დისკომფორტი არ ყოფილიყო

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტში შეიქმნა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ საბჭო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„საქართველოში 11 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით და 3000 ადამიანი - მეორადი მოწევის შედეგად. როდესაც ამ კანონმდებლობის დანერგვაზე ვზრუნავთ, ჩვენ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. ეს არის ჩვენი კომიტეტისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ 3-4 თვის შემდეგ კანონი, პრაქტიკულად, თვითაღსრულებადი გახდება, რადგან ნორმა იცვლება.

„ჩვენ კანონის ამოქმედების ვადა გადავწიეთ ჩვენი კოლეგების რჩევით, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილ პერიოდში დაწყებულიყო შენობებში მოწევის აკრძალვა, რათა ადამიანებისთვის საწყის ეტაპზე არ ყოფილიყო დისკომფორტი შენობიდან გარეთ გასვლა და, ასევე, მიგვეცა საკმარისი დრო ამ კუთხით სამასპინძლო ბიზნესის, მაკონტროლებლების, საზოგადოებრივი აზრის, მონიტორინგის, მოხალისეების მოსამზადებლად, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ნებისმიერი პოტენციური დაძაბულობის ნებისმიერ გამოვლენას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის