პოლიტიკა
„ასფალტი ვჭამოთ თუ ინფრასტრუქტურა?“ - ნაციონალებს ბიუჯეტის ჭამა ურჩევნიათ

„ასფალტი ვჭამოთ თუ ინფრასტრუქტურა?“ - ნაციონალებს ბიუჯეტის ჭამა ურჩევნიათ

„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ხალხმა 5 წლის წინ უთხრა არა, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას გაახსენდა სიღარიბეც, უმუშევრობაც და პენსიონრებიც - „პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა“? - იკითხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდნენ.სხვამ თუ არა, რომან გოცირეიძემ მაინც იცის, რას ნიშნავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. თავის დროზე, ამერიკამ, დიდი დეპრესიის დროს, სწორედ, ამ ტიპის ეკონომიკური პოლიტიკით დაძლია კრიზისი. ამერიკის ისტორიასაც თავი რომ დავანებოთ, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი დაახლოებით 5 მილიარდი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო განკუთვნილი.რომან გოცირიძე კი მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემდეგ და მასზე უკეთ არავინ იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკაში რა და როგორ კეთდებოდა.„2 წელია, ბიუჯეტში ვერ გამოინახა კაპიკი პენსიების ზრდისთვის. რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? მოვისმინეთ ტყუილები, თითქოს პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იმიტომ, რომ დაგროვებით პენსიაზე გადავდივართო... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის