პოლიტიკა
ჩუგოშვილი: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო

ჩუგოშვილი: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო

"ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს არის ლოგიკური დასასრული ჩვენი საპარლამენტო ევოლუციის გზაზე",–ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, პრეზიდენტს მხოლოდ ორ საკითხზე რომ დაედო ვეტო, ამ შემთხვევაში უმრავლესობა ვეტოს არ დაძლევდა.

"ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ორი საკითხი ყოფილიყო მოტივირებულ შენიშვნებში, რომლებიც არის ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხები, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ორი საკითხისთვის დაემატებინა კიდევ სხვა პრინციპული საკითხები, რომლებიც უკვე ჩვენთვის არ არის მისაღები. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას. ჩვენ იმიტომ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომ დაპირება, რომელიც გვქონდა შეგვეძლო დაუყოვნებლივ შესულიყო ძალაში, მაგრამ პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და არ შეუწყო ხელი ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ხელახალი ინიცირების პროცესს და თავად მივიღებთ ამ ცვლილებებს",–განაცხადა თამარ ჩუგოშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის