საზოგადოება
აქცია ზუგდიდში - 5 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ

აქცია ზუგდიდში - 5 წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან 5 წლის წინ გაუჩინარებული 47 წლის გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

აბულაძის მშობლების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისგან მათი შვილის ადგილსამყოფელის დადგენაა.

როგორც ოჯახის წევრებმა "ნიუპოსტის" კორესპოდენტს განუცხადეს, კონტრდაზვერვის თანამშრომელმა მალხაზ პაჭკორიამ მათი შვილი აფხაზეთში, დავალების შესასრულებლად გაგზავნა, რის შემდეგაც ის სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარებიდან ერთი კვირის შემდეგ, წერილი აღმოაჩინეს, სადაც აბულაძე მიცემულ დავალებაზე საუბრობს. წერილში დაკარგული იმაზეც საუბრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის უკან არ დაბრუნდებოდა მის გაუჩინარებაში პაჭკორია იქნებოდა დამნაშავე.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის