პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ახალი კონსტიტუცია ანტისახალხოა, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამკვიდრებს

რომან გოცირიძე: ახალი კონსტიტუცია ანტისახალხოა, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარიზმს ამკვიდრებს

"ახალი კონსტიტუცია არის ანტისახალხო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს ავტორიტარიზმს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ, სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"გვინდა დარბაზში ერთდაერთი პარტია დავტოვოთ, რომლის ინტერესებს მოარგეს საქართველოს კონსტიტუცია. ეს დოკუმენტი არის ანტისახალხო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს ავტორიტარიზმს და ადამიანებს ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ართმევს უფლებას პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული და არ გადადის ცივილიზებულ სისტემაზე, ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს მრავალი ჩანაწერით, რომელსაც ამ დოკუმენტში ვხედავთ," - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან ეს კონსტიტუცია შეიცვლება.

"ეს დოკუმენტი, რომელიც კრიზისის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, არ ამოქმდდება სრული ძალით, ხალხი არ დაემორჩილება მისი უფლებების ასე უხეშად და ძალადობრივად ჩამორთმევას“–განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის