სპორტი
რომას ნახევარმცველი:

რომას ნახევარმცველი: "ნაპოლი იუვენტუსზე ძლიერია"

"რომას" ნახევარმცველმა, დიეგო პეროტიმ იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით "ნაპოლისთან" გასამართი მატჩის წინ აღნიშნა, რომ ნეაპოლელები კარგ ფორმაში არიან. არგენტინელის აზრით, "ნაპოლი" "იუვენტუსზე" უკეთ თამაშობს. "დღესდღეობით, მივიჩნევ, რომ "ნაპოლი" "იუვენტუსზე" ძლიერია", - ციტირებს პეროტის სიტყვებს Football Italia. "ყოველ შემთხვევაში, თამაშის სტილით. ამჟამად კარგები არიან, თუმცა რომში ვეცდებით ნეაპოლელების გაჩერებას". "გასულ სეზონში მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ვიმედოვნებ, ახლა ყველაფერი პირიქით იქნება", - დასძინა "მგლების" შუახაზელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის