სპორტი
მასკერანო ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობს

მასკერანო ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობს

"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვოს. წასვლის მიზეზი შესაძლოა მინდორზე გატარებული ცოტა დრო აღმოჩნდეს. "სავსებით ნათელია, რომ "ბარსელონაში" ცოტას ვთამაშობ", - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Marca. "ვცდილობ მზად ვიყო, როცა მოედანზე გავალ. კლუბთან კონტრაქტის ვადა ჯერ კიდევ მაკავშირებს. როცა სეზონი დასრულდება, გავიგებ, თუ რა უნდა გავაკეთო". "საკუთარ მომავალზე ჯერ არავისთან არ მისაუბრია. "ბარსელონაში" ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემთან ერთად ბედნიერები არიან. თუმცა, ფიქრის დროც დადგება", - დასძინა არგენტინელმა. ცნობისთვის, 33 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში "ბარსას" რიგებში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გასულ სეზონს, ხავიერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 40-ჯერ მოირგო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის