სპორტი
აგუერო ავტოავარიის დეტალებს იხსენებს:

აგუერო ავტოავარიის დეტალებს იხსენებს: "რომ არა უსაფრთხოების ღვედი, მოვკვდებოდი"

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ამსტერდამში მომხდარ ავტოავარიაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ინციდენტის შედეგად არგენტინელს ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა. სამხრეთამერიკელის თქმით, რომ არა უსაფრთხოების ღვედი, დაიღუპებოდა. "როცა საავადმყოფოში აღმოვჩნდი, პირველ რიგში ის ვიკითხე, შევძლებდი თუ არა კლუბის უახლოეს მატჩში თამაშს", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს The Times. "შემდეგ იგივე ნაკრებზეც ვიკითხე. პასუხი უარყოფითი იყო". "მადლობა ღმერთს, უსაფრთხოების ღვედი მეკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვკვდებოდი და ახლა თქვენთან ვეღარ ვისაუბრებდი", - დასძინა სერხიომ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის